Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა მანჯგალაძე: დავით გარეჯის პრობლემის მოგვარება სააკაშვილისა და ალიევის შეხვედრისას გადაწყდა


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საკითხი მშვიდ, კოლეგიალურ და მეგობრულ გარემოში მოგვარდება. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ დავით გარეჯის საკითხის სრულად მოგვარებამდე სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და სხვა ვიზიტორებს ექნებათ საშუალება მოინახულონ სამონასტრო კომპლექსის ის ნაწილი, რომლის გამოც გარკვეული პრობლემა წარმოიშვა. მანჯგალაძის თქმით, ამ პრობლემის მოგვარება ჩიკაგოში პრეზიდენტების სააკაშვილისა და ალიევის შეხვედრისას გადაწყდა.
XS
SM
MD
LG