Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსმოსში აიჭრა პირველი კერძო კოსმოსური ხომალდი


ფლორიდიდან კოსმოსში აიჭრა კერძო, უეკიპაჟო კოსმოსური ხომალდი, რომელიც საცდელ ფრენას ახორციელებს და საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ მიემართება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს ფრენას კერძო კომპანია ახორციელებს. ხომალდის გაშვება შეერთებული შტატების კოსმოსური კვლევის სააგენტო ნასას (NASA) კენედის სახელობის ცენტრიდან მოხდა. როგორც მოელიან, კოსმოსურ სადგურს ხომალდი პარასკევს მიაღწევს. ხომალდი კალიფორნიაში განთავსებული კომპანია Space-X-ის პროდუქტია. ამ და მსგავს კომპანიებში ინვესტიციებს ნასა ახორციელებს. მიზნად დასახულია ამ კომპანიების მხრიდან კოსმოსში ტვირთების და ბოლოს უკვე ასტრონავტების გაშვება.
XS
SM
MD
LG