Accessibility links

logo-print

ფიფამ თავის წევრებს კოსოვოს გუნდთან ამხანაგური თამაშების გამართვის ნება დართო


ფეხბურთის ასოციაციაციათა საერთაშორისო ფედერაციის, ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ნება დართო თავისი წევრების საფეხბურთო ნაკრებებს გამართონ ამხანაგური თამაშები კოსოვოს ნაკრებთან. ეს გადაწყვეტილება ფიფამ მიიღო უეფას, ევროპის ფეხბურთის ასოციაციათა კავშირის პოზიციის მიუხედავად. ის მიჩნეულია სერბიისგან კოსოვოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო აღიარებისკენ მნიშვნელოვნად ნაბიჯად. სერბიის ფეხბურთის ფედერაციამ პროტესტი გამოთქვა ფიფას გადაწყვეტილების მიმართ, განაცხადა რა, რომ ის რეგლამენტის დარღვევით მიიღეს.
XS
SM
MD
LG