Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები დღეს იმსჯელებენ ევროზონის კრიზისზე


ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები დღეს ბრიუსელში იმსჯელებენ რა გზებით დაუპირისპირდნენ საკრედიტო კრიზისს და როგორ შეუწყონ ხელი სამუშაო ადგილების შექმნას. სამშაბათს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ევროზონის 17 ქვეყანა გააფრთხილა ”მძიმე რეცესიაში” შესვლის რისკზე. ორგანიზაციამ ევროკავშირის მთავრობებსა და ევროევროპის ცენტრალურ ბანკს მოუწოდა დაუყოვნებლივი მოქმედებებისკენ, რომ მათ არ დაუშვან ევროპის კრიზისის მსოფლიო ეკონომიკაზე გავრცელება. საბერძნეთში რამდენიმე კვირაში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამ ქვეყანაში შექმნილი ვითარება შეშფოთებას იწვევს, რადგან არსებობს ალბათობა, რომ საბერძნეთმა უარი თქვას ევროს ეროვნულ ვალუტად გამოყენებაზე და დრაჰმას დაუბრუნდეს. ბოლო დღეებში ვრცელდება ცნობები, რომ მეანაბრეები და ინვესტორები განაგრძობენ საბერძნეთის ბანკებიდან თანხების გამოტანას.
XS
SM
MD
LG