Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო


ეგვიტპეში დღეს დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნები. ეს ჰოსნი მუბარაქის გადაყენებიდან ქვეყნის ლიდერის პირველი არჩევნებია. ხმის მიცემის უფლება აქვს ეგვიპტის 50 მილიონამდე მოქალაქეს. პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის 13 კანდიდატი. ერთმა უკვე უარი განაცხადა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. მეთვალყურეები თვლიან, რომ გამარჯვების შანსი 5 კანდიდატს აქვს. ხმის მიცემა 13 ათას საარჩევნო უბანში ორ დღეს - 23-24 მაისს გასტანს. სავარაუდოდ, პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს და ეგვიპტის პრეზიდენტის ვინაობა ივნისში, არჩევნების მეორე ტურში გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG