Accessibility links

logo-print

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ირანს წინადადებით მიმართავენ


ბაღდადში იმართება შეხვედრა ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან სახელმწიფოს - ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთს და შეერთებულ შტატებს - შორის. შეხვედრის თემას ირანის ბირთვული პროგრამა წარმოადგენს. როგორც იუწყებიან, ექვსმა ქვეყანამ ირანს მიმართა წინადადებით, რომელშიც გათვალისწინებულია ირანის მიერ 20 პროცენტით გამდიდრებული ურანის შესახებ არსებული შეშფოთება. წარსულში ირანს უარი აქვს ნათქვამი ურანის 20 პროცენტით გამდიდრების შეჩერებაზე. ამ დონის მიღწევით ისლამური რესპუბლიკა კიდევ უფრო დაუახლოვდებოდა ბირთვული იარაღის შექმნის პერსპექტივას. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის წარმომადგენლის თქმით, ირანს ახალი წინადადება ოთხშაბათს, ბაღდადში წარუდგინეს. შეთავაზების შესახებ დეტალები არ არის ცნობილილი. ჯერჯერობით უცნობია ირანის დელეგაციის პასუხიც. ევროკავშირის წარმომადგენლის, მაიკლ მენის განცხადებით, ბაღდადში მიმდინარე შეხვედრიდან „დრამატულ“ პროგრესს არ მოელიან.
XS
SM
MD
LG