Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში ისტორიული მნიშვნელობის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


ეგვიპტის მოქალაქეები პირველად ირჩევენ თავიანთი ქვეყნის პრეზიდენტს, მას შემდეგ, რაც ვეტერანი მმართველი, ჰოსნი მუბარაქი სახალხო ამბოხებით დაამხეს 15 თვის წინ. კენჭისყრა ორ დღეს გასტანს და 13,000-მდე საარჩევნო უბანს მოიცავს. ბიულეტენებში 13 კანდიდატია ჩამოთვლილი - თუმცა მათგან ერთმა უკვე მოხსნა თავისი კანდიდატურა. კანდიდატებს სხვადასხვა პოზიცია თუ პლატფორმა გამოარჩევს. მათი ნაწილი მუბარაქის პერიოდში ოფიციალურ პოსტებზე მსახურობდა. სხვა კანდიდატებს ისლამისტური ჯგუფები უჭერენ მხარს. ლიდერებს შორის ითვლებიან არაბთა ლიგის ყოფილი ხელმძღვანელი და მუბარაქის პერიოდის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამრ მუსა და მუჰამედ მურსი - მუსულმანთა საძმოს კანდიდატი, რომელსაც განათლება აშშ-ში აქვს მიღებული. როგორც ვარაუდობენ, პირველ ტურში ხმათა ნახევარზე მეტს ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს და ივნისში მეორე ტური გაიმართება.
XS
SM
MD
LG