Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ლიდერები ეკონომიკის კრიზისზე მსჯელობენ


ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები ბრიუსელში მართავენ შეხვედრას, სადაც დავალიანების კრიზისიდან გამოსავლის და სამუშაო ადგილების და ეკონომიკის ზრდის გზების მოძებნას ცდილობენ. სამშაბათს ეკონომიკური თანამშრობლობის და განვითარების ორგანიზაციამ 17 ქვეყნისგან შემდგარი ევროს მოქმედების ზონა გააფრთხილა, რომ მას „მასშტაბური რეცესიის“ საფრთხე ემუქრება. როგორც ვარაუდობენ, ევროკავშირის ლიდერები ეცდებიან იპოვონ ევროპაში ეკონომიკის ზრდის სტიმულირების გზები. აქამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლად ფისკალურ ხელმომჭირნეობას განიხილავდნენ. ხელმომჭირნეობის ზომებმა ადამიანების სამსახურებიდან დათხოვნა და ხელფასების შემცირება მოიტანა - რამაც, თავის მხრივ, მწვავე პრობლემები შექმნა ევროზონის რამდენიმე ქვეყანაში, უწინარესად საბერძნეთში, სადაც მიმდინარე თვეში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველმა დასაჯა ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ხელმომჭირნეობის პოლიტიკას. საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ ევროპის ფისკალურ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს მასში ეკონომიკის ზრდისთვის აუცილებელი ზომების გათვალისწინების გარეშე.
XS
SM
MD
LG