Accessibility links

logo-print

პუტინი მხარს უჭერს საპროტესტო აქციების საწინააღმდეგო კანონპროექტს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მხარს უჭერს კამათის საგნად ქცეულ კანონპროექტს, რომელიც 200-ჯერ ზრდის არასანქცირებულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე პირებისთვის დაწესებულ ჯარიმას. სამშაბათს კანონპროექტს წინასწარ უკვე დაუჭირა მხარი კრემლის მიერ კონტროლირებულმა სახელმწიფო სათათბირომ. ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში პუტინი ამბობს, რომ კანონპროექტი ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას მოიტანს, მოქალაქეების და მთავრობის „რადიკალური აქტებისგან“ დაცვის გზით. პუტინის განცხადებით, კანონებში შესატანი ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებები „კარგად უნდა იყოს დაბალანსებული“. მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი დამრღვევებისთვის 1,5 მილიონ რუბლამდე, ანუ დაახლოებით 48,000 ამერიკულ დოლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ინიციატივას გმობენ ოპოზიციის მომხრეები - ისინი თვლიან, რომ ეს კანონი პუტინის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ემუქრება ჩახშობით.
XS
SM
MD
LG