Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის სხდომაში მონაწილეობას დათანხმდა


ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ პოზიცია შეცვალა და 26 მაისს ქუთაისში დაგეგმილ პარლამენტის სხდომაში მონაწილეობას დათანხმდა. საპარლამენტო ფრაქცია გადაწყვეტილების შეცვლას ქუთაისის საზოგადოებისადმი პატივისცემით ხსნის. "ჩვენ არ გვსურს, ქუთაისელებს ვაწყენინოთ და ხელისუფლებასთან ჩვენი დაპირისპირება უპატივცემულობად აღიქვან" – განუცხადა სააგენტო “პირWელს” ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა. მანამდე ქრისტიან-დემოკრატები აღნიშნავდნენ, რომ 26 მაისს ქუთაისში არა პარლამენტის სხდომა, არამედ მიხეილ სააკაშვილის პიარ-აქცია იმართება და მასში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
XS
SM
MD
LG