Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები მსჯელობენ ვალებით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზებზე


ბრიუსელში იმართება ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, რომლის ფონსაც ქმნის მზარდი უთანხმოება იმის გარშემო, თუ რომელი გზა ჯობია ვალებით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად: მომჭირნეობის ზომები, თუ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ნაბიჯები. როგორც დანიის პერმიერ-მინისტრმა, ჰელე ტორნინგ-შმიტმა უთხრა ჟურნალისტებს სამიტის დაწყებამდე: „საკითხი არ დგას ისე, რომ ხარჯები ან დაზოგო, ან კიდევ გაიღო. ჩვენი სურვილია ეკონომიკის ზრდა ევროპაში და ეს შესაძლებელია ძირეულად ჯანსაღი ეკონომიკის პირობებში. მთავარია, მივმართოთ ძალისხმევას, რათა ჯანსაღი ეკონომიკა გვქონდეს“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა. საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ფრსანუა ოლანდი, ისევე როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი მიზანშეწონილად მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა თავის პრიორიტეტად განსაზღვროს გეგმა ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კი კვლავაც ემხრობა ხარჯების შემცირებას და მომჭირნეობის სხვა ზომებს. ევროზონის ოფიციალური წარმომადგენლები აღიარებენ, რომ მსჯელობენ გეგმაზე იმ შემთხვევისათვის, თუ საბერძნეთი დატოვებს ევროზონას. ოთხშაბათს ევროს კურსი 1,26 ევრომდე შემცირდა საფინანსო ბირჟებზე.
XS
SM
MD
LG