Accessibility links

logo-print

ავღანეთში ისევ მოიწამლნენ სკოლის მოსწავლეები


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, 120-ზე მეტი მოსწავლე გოგონა და სამი მასწავლებელი მოიწამლნენ სკოლაში, რომელიც ჩრდილოეთ ავღანეთში, ტახარის პროვინციაში მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ გოგონები მოწამლეს ფუნდამენტალისტმა რადიკალებმა, რომლებმაც დაუდგენელი ტოქსიკური ფხვნილი მოაბნიეს სკოლის შენობაში. ცნობების თანახმად, ბევრმა დაზარალებულმა გონება დაკარგა და ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. გასულ თვეში ასევე ტახარში მოწამლეს 150 გოგონა - მოწამლული აღმოჩნდა წყალი, რომელიც მათ დალიეს. ავღანეთის განათლების სამინისტროს ცნობით, გასულ თვეში 550-ზე მეტი სკოლა დაიხურა შეშფოთების გამო, რომ მოსწავლეებს საფრთხე ემუქრებოდა.
XS
SM
MD
LG