Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეა


ეგვიპტეში მიმდინარეობს არჩევნების მეორე დღე, რომელმაც უნდა გამოავლინოს პირველი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკის დამხობის შემდეგ, რომელიც ქვეყანას 30 წლის განმავლობვაში მართავდა. არჩევნები მთლიანობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ადამიანის უფლებების ნაციონალურ საბჭოში მაინც შევიდა 50-მდე საჩივარი. სულ გამარჯვებისათვის 12 კანდიდატი იბრძვის. დამკვირვებლების აზრით, რეალური შანსი აქედან 5-ს აქვს. თუ პირველი ტური გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, 16-17 ივლისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
XS
SM
MD
LG