Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანთან მოლაპარაკებები ერთი დღით გააგრძელეს


ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ერთი დღით გააგრძელეს მოლაპარაკებები ირანსა და მსოფლიოს 6 წამყვან სახელმწიფოს შორის. პირველ დღეს დიპლომატებმა ვერანაირი შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, მსოფლიო თანამეგობრობა სთავაზობს ირანს შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, რაც ატომური იარაღის დასამზადებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ირანი კი ამტკიცებს, რომ ურანის გამდიდრება მისი უფლებაა და მას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის ახორციელებს.
XS
SM
MD
LG