Accessibility links

logo-print

უდალცევი და ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს


რუსეთში, რამდენიმე საათის ინტერვალით, გაათავისუფლეს რუსული ოპოზიციის ლიდერები - მემარცხენე ფრონტის კოორდინატორი სერგეი უდალცევი და ბლოგერი ალექსანდ ნავალნი. მათ ადმინისტრაციულ პატიმრობაში 15 დღე დაჰყეს - პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით. უდალცოვმა მხარდამჭერებს მიმართა და მოუოდა მათ გააგრძელონ ქუჩის პროტესტი რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. ნავალნი კი მხარდამჭერებს შეჰპირდა, რომ მოამზადებს საერთო-ეროვნულ აქციას, რომელიც სექტემრბის დასაწყისში ჩატარდება. ამჟამად პატიმრობაში რჩება ოპოზიციის ერთი ლიდერი, ილია იაშინი, რომელსაც 27 მაისს გაათავისუფლებენ.
XS
SM
MD
LG