Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი ბარანკევიჩი დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსად დაინიშნა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას დაუბრუნდა რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ანატოლი ბარანკევიჩი. სააგენტო “რესის” მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ბარანკევიჩი მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ანატოლი ბარანკევიჩი ჯერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი - უშიშროების საბჭოს. აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ ბარანკევიჩი იმჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის კოკოითის ოპოზიციაში გადავიდა და შარშანდელი არჩევნებისას პრეზიდენტობის კანდიდატ ალა ჯიოევას ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
XS
SM
MD
LG