Accessibility links

logo-print

რუსეთიდან საქართველოში გადაასვენეს გენერალი რომან დუმბაძე


რუსეთიდან საქართველოში გადაასვენეს ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, გენერალი რომან დუმბაძე, რომელიც 21 მაისს მოსკოვში მოკლეს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა. დუმბაძეს ბათუმში დაკრძალავენ. სამშობლოს ღალატის ბრალდებით რომან დუმბაძე ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წელს დააკავეს და17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2008 წლის საომარი მოქმედებებისას საქართველოს ხელისუფლებამ გენერალი დუმბაძე რუსეთს გადასცა ფოთის პორტში დატყვევებული 12 ქართველი სამხედროს გათავისუფლების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG