Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობამ გადადო საფონდო ბირჟებზე "საქართველოს რკინიგზის" აქციათა გატანა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ მთავრობამ გადადო საფონდო ბირჟებზე "საქართველოს რკინიგზის" აქციათა 25%-ის გატანა. მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე ნიკა გილაურმა მიზეზად დაასახელა საბერძნეთსა და ესპანეთში არსებული პრობლემების გამო ბაზრებზე შექმნილი ცუდი მდგომარეობა. "ჩვენ კონსულტაციები გვქონდა ბანკირებთან და ინვესტორებთან, რომლებმაც ბაზრებზე ვითარების გაუარესების გამო ამის გაკეთება არ გვირჩიეს", - განაცხადა გილაურმა. მისივე თქმით, ”საქართველოს რკინიგზის” აქციათა გაყიდვა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გადაიდო. საქართველოს მთავრობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე რკინიგზის აქციათა 25%-ის განთავსებით 250 მილიონი დოლარის მიღებას გეგმავდა. წინასწარი ინფორმაციით, ვაჭრობა 24 მაისს უნდა დაწყებულიყო.
XS
SM
MD
LG