Accessibility links

logo-print

ბაღდადში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს


ერაყის დედაქალაქში მეორე დღეა გრძელდება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკება. ხუთშაბათის შეხვედრა საჭირო გახდა მას მერე, რაც ოთხშაბათს ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა წევრმა, ასევე გერმანიამ, ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. შეხვედრის მონაწილეები, ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი, ჩინეთი და საფრანგეთი, ასევე აშშ, მოუწოდებენ ირანს, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება 20 პროცენტამდე, რაც იარაღის შექმნის დონეს უახლოვდება. ამის სამაგიეროდ თეირანს წახალისებას პირდებიან, სამედიცინო იზოტოპების და სამგზავრო თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების სახით. ირანი, ცნობით, პარტნიორებს სთავაზობს საერთაშორისო ატომურ ინსპექტორებთან ფართო თანამშრომლობას დასავლეთის სანქციების შესუსტების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG