Accessibility links

logo-print

ივნისში ჩატარდება მორიგი მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის განცხადებით, მომავალ თვეში მოსკოვში ჩატარდება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მორიგი მოლაპარაკება თვით ირანის და მსოფლიოს ექვსი წამყვანი სახელმწიფოს მონაწილეობით. ეშტონმა დღეს ბაღდადში, ირანის ბირთვული პროგრამაზე მოლაპარაკების მეორე დღის დასასრულს აღნიშნა ისიც, რომ მხარეების პოზიციებს შორის კვლავაც რჩება „მნიშვნელოვანი განსხვავებები“, მაგრამ დელეგაციებმა მაინც შეძლეს შეთანხმება 18-19 ივნისს მოლაპარაკების ახალი რაუნდის გამართვაზე. ექვსი ქვეყანა - შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და გერმანია - ირანს მოუწოდებს, შეაჩეროს ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება - პროგრამა, რომელსაც, როგორც უცხოეთში შიშობენ, შესაძლოა მოჰყვეს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა. ეშტონის განცხადებით, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს გადაწყვეტილი აქვთ, ახლო მომავალში მოაგვარონ ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოება.
XS
SM
MD
LG