Accessibility links

logo-print

ბაქოში დააკავეს ათობით დემონსტრანტი


ბაქოში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა აქციაზე, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ შეზღუდვებისაგან მედიის გათავისუფლებას. აზერბაიჯანში ოპოზიციის აქტივისტებს ნათქვამი აქვთ, რომ მთელი კვირა გამართავენ აქციებს დედაქალაქში, რომელიც ამ დღეებში მასპინძლობს "ევროვიზიის" სიმღერის წლევანდელ კონკურსს და, შესაბამისად, მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ყურადღებას იპყრობს. დღეს 30-მდე დემონსტრანტმა სცადა ბაქოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ცენტრთან შეკრება, მაგრამ პოლიციამ ისინი მალევე დაშალა და უმრავლესობა ავტომანქანებით წაიყვანა. მოგვიანებით გამოუშვეს ყველა დაკავებული, რომელთაგან ზოგს ჯარიმა დაეკისრა „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ ბრალდებით.
XS
SM
MD
LG