Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი ავღანეთში ჩავიდა


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღეს ავღანეთში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ წინასწარ არ იყო ცნობილი. ოლანდი მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებს საფრანგეთის საბრძოლო ნაწილების გამოყვანას ავღანეთიდან. ავღანეთში საფრანგეთის 3400 სამხედრო იმყოფება. ნატო-ს გეგმით, ალიანსისა და მისი პარტნიორების ჯარებმა 2014 წლის ბოლომდე უნდა დატოვონ ავღანეთი. დღესვე ოლანდმა კაპისის პროვინციაში მოინახულა ფრანგი სამხედროები და დაპირდა მათ, რომ ავღანეთიდან გაყვანის საკითხს ნატოსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტთან კოორდინაციით მოაგვარებდა.
XS
SM
MD
LG