Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორები პაკისტანელი ექიმის დაპატიმრებას გმობენ


აშშ-ის სენატორები გამოეხმაურნენ პაკისტანის ხელისუფლების მიერ ექიმ შაკილ აფრიდის დაპატიმრებას, რომელიც ამერიკულ სპეცსამსახურებს ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფლის დადგენაში დაეხმარა. სენატორებმა მხარი დაუჭირეს დადგენილებას, რომელიც პაკისტანისათვის ყოველწლიურად ერთი მილიონი დოლარით ითვალისწინებს, ადრე დაპირებული 33 მილიონი დოლარის დახმარების შემცირებას. ამერიკის სპეცდანიშნულების ოპერაცია, რომლის დროსაც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოხდა, გასული წლის მაისში ღამით ჩატარდა. შაკილ აფრიდი, რომელიც პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში ყალბი ვაქცინაციის პროგრამას ახორციელებდა, სადაზვერვო სამმართველოს ბინ ლადენის ადგილსამყოფლის დაზუსტებაში დაეხმარა. პაკისტანის ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი სპეცოპერაციის ჩატარებას ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG