Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩხუბის გამო „რადის“ სპიკერი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს


უკრაინის უმაღლესი „რადის“ სპიკერი ვლადიმირ ლიტვინი გამოვიდა წინადადებით, რათა დაითხოვონ პარლამენტი და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გაიმართოს. გუშინდელმა ჩხუბმა საკანონმდებლო ორგანოს კედლებში დაადასტურა, რომ „ქვეყანაში პარლამენტარიზმის საბოლოოდ დაინგრა“, განაცხადა კიევში გამართულ ბრიფინგზე ვლადიმირ ლიტვინმა. ხუთშაბათს დეპუტატების დაერივნენ ერთმანეთს იმ დროს, როდესაც უკრაინის უმაღლესი „რადა“ განიხილავდა ენის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ფაქტობრივად უთანაბრებს ერთმანეთს უკრაინული და რუსული ენის სტატუსს. ჩხუბის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა შეწყდა და კანონპროექტის განხილვა დღეისათვის გადაიდო. უკრაინის ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას ბრალს დებს ეროვნული ინტერესების ღალატში და კანონპროექტის შეტანას პარლამენტში უწოდებს წინასაარჩევნო ხრიკს, უკრაინაში ოქტომბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ.
XS
SM
MD
LG