Accessibility links

logo-print

ერგნეთში დასრულდა ოთხმხრივი შეხვედრა


ცხინვალთან ახლომდებარე სოფელ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით 23-ე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს, თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოხდება პატიმრების ურთიერთგაცვლა და ყურადღება გამახვილდება კომფლიქტის ზონაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე, საზაფხულო სამუშაოების პერიოდში. ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 21 ივნისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG