Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანი და საქართველო ერთად იბრძოლებენ საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის


”ევრო 2020"-თან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარებას საქართველო და აზერბაიჯანი ერთად უფრო მარტივად შეძლებენ - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მიერ უეფასთვის რამდენიმე დღის წინ წარდგენილ განაცხადს აზერბაიჯანი ოფიციალურად შეუერთდა და ორი ქვეყანა ერთად იბრძოლებს საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად. ამავე ბრიფინგზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას უფრო მარტივად შეუძლია სასტუმროების, სტადიონებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.სიჭინავას თქმით, მომავალი კვირის დასაწყისში შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უეფასთვის ივნისში წარსადგენ პროექტს მოამზადებს.
XS
SM
MD
LG