Accessibility links

logo-print

ზვიად ძიძიგური: "ქართული ოცნების" აქცია დილის 5 საათზე დაიწყება


კოალიცია ”ქართული ოცნების” აქცია საორგანიზაციო თვალსაზრისით, თბილისში 27 მაისს, დილის 5 საათზე დაიწყება - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა. მისი განმარტებით, ამ დროიდან თავისუფლების მოედანზე დაიწყება სცენის, მისგან რამდენიმე ასეულ მეტრზე კი, გახმოვანების აპარატურისა და ეკრანების დამონტაჟება. ძიძიგურის განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტები გაგზავნილია როგორც თბილისის მერიაში, ისე საპატრულო პოლიციაში. რუსთაველის გამზირზე "მრეწველობის აღლუმის" გამო გაშლილი კარვების აღებას კოალიციაში 26 მაისს საღამოსთვის ელიან და აცხადებენ, რომ ამის პირობა მერიაში მისცეს. ზვიად ძიძიგურის თქმით, ”ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის გამოცხადებისადმი მიძღვნილი აქცია 27 მაისს 12 საათიდან ვაკის პარკის, დინამოს სტადიონის და ავლაბრის ტერიტორიებიდან მსვლელობებით დაიწყება და თავისუფლების მოედანზე 18 საათისთვის დასრულდება. კოალიციაში აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას თავადაც უზრუნველყოფენ და ამ მიზნით დანიშნულ წარმომადგენლებს წარწერით "საორგანიზაციო ჯგუფი" განსხვავებული ტანსაცმელი ეცმევათ.
XS
SM
MD
LG