Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისს ქუთაისში გაიმართება პარლამენტის საზეიმო სხდომა


საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, პარლამენტის საზეიმო სხდომა 26 მაისს ქუთაისში გაიმართება. პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, ჯერ ისევ მშენებარე რეზიდენციაში უკვე დასრულებულ სხდომათა დარბაზში დეპუტატები ხვალ, 17 საათზე შეიკრიბებიან, 18 საათიდან კი ქუთაისში დაიწყება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. რაც შეეხება ქვეყნის დედაქალაქს, ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში ”მრეწველობის აღლუმით” გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG