Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა ზღუდავს მედიას და ერევა პროფკავშირების საქმიანობაში


მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ „მრავალფეროვან და თავისუფალ მედიაზე მოქალაქეებს საქართველოში ნაკლებად მიუწვდებათ ხელი.“ თუმცა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო დონეზე მიღებულია კანონი, რომელიც მედიის მფლობელების მეტ გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს. ანგარიშის თანახმად, 2011 წელს ქვეყნის სამი უმსხვილესი მაუწყებელი (რუსთავი 2, იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი), მჭიდროდ იყო დაკავშირებული მთავრობასთან. ხოლო საქართველოს მთავრობის „პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მედია საშუალებებზე პრობლემად რჩებოდა“. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია იმ ინფორმაციების შესახებ, რომლებშიც საუბარია მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირებისა და ბიზნესების წინაღმდეგ მათი შევიწროვების მიზნით „პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლის შესახებ.“ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას შორის ანგარიშში დასახელებულია მთავრობის ჩარევა პროფკავშირებში გაერთიანებულ მოქალაქეთა გაფიცვებში, ასევე თანამშრომელთა დაუსაბუთებელ დათხოვნა, შრომითი კოლექტივების აქტივისტთა დევნა და დაშინება. რაც შეეხება მიღწევებს, სახელწმიფო დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიშის თანახმად საქართველოში გაუმჯობესდა რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა.
XS
SM
MD
LG