Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ტერაქტს ადამიანი ემსხვერპლა


ტერაქტის შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა თურქეთის ცენტრალურ პროვინცია კაისერში მოაწყო, პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა. საინფორმაციო სააგენტო ანატოლიის თანახმად, დაშავდა 10-ზე მეტი კაცი, ყველანი სამოქალაქო პირები არიან. აფეთქება პოლიციის შენობის წინ ქალაქ პინარბასში მოხდა, სადაც დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
XS
SM
MD
LG