Accessibility links

ეგვიპტეში არჩევნებში ისლამური მოძრაობის კანდიდატი ლიდერობს


ეგვიპტეში, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით ისლამური მოძრაობა „ძმები-მუსლიმანების“ წევრი მოჰამედ მურსი ლიდერობს. დათვლილი ბიულეტენების თანახმად იგი სავარაუდოდ გადავა მეორე ტურში, რომელიც 15-16 ივნისს გაიმართება. აღნიშნული არჩევნები პირველია ეგვიპტეში მას შემდეგ, რაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად პრეზიდენტის პოსტი დატოვა ჰოსნი მუბარაქმა. საპრეზიდენტო არჩევნები ეგვიპტეში ამომრჩეველთა მარალი აქტიურობით ჩატარდა. მეორე ტურში გადასვლის ყველაზე მეტი შანსი აქვს მუბარაქის მთავრობის პრემიერ-მინისტრ ახმედ შაფირაქსა და ზომიერ ისლამისტ აბდელ მონეიმა აბუ ალ ახმედს.
XS
SM
MD
LG