Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს მოსახლეობას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე - მიულოცა საქართველოს მოსახლეობას. „მოხარული ვარ, პრეზიდენტ ობამასა და შეერთებული შტატების ხალხის სახელით, საქართველოს მოქალაქეებს გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები 26 მაისს, თქვენი დამოუკიდებლობის დღეს“, ნათქვამია კლინტონის საგანგებო განცხადებაში. „რამდენიმე დღეში საშუალება მექნება, ვესტუმრო ბათუმს“, - ვკითხულობთ შემდეგ მილოცვაში, - „და ვიგრძნო ქართველი ხალხის სითბო, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სამომავლო განვითარებისადმი.“ 31 მაისს ჰილარი კლინტონი იწყებს თავის ევროპულ ტურნეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოსაც ეწვევა. 5 ივნისს, ბათუმში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომაში და შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
XS
SM
MD
LG