Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა „სამრეწველო აღლუმი“ ჩაიბარა


საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულზე, პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქუთაისში სამხედრო აღლუმს ჩაიბარებს, მანამდე თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ ე.წ ”სამრეწველო აღლუმს” დაესწრო და იქ გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერა. თბილისში მიმდინარე სამრეწველო აღლუმზე, სასტუმრო "რადისონთან" საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკაა წარმოდგენილი. ტექნიკა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაშია" წარმოებული. თავისუფლების მოედანზე კი, სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება - გამოფენები, კონცერტები, მოდის ჩვენებები. საღამოს კი ქუთაისში გაიმართება სამხედრო აღლუმი და საქართველოს ახალი პარლამენტის დაუმთავრებელ შენობაში ჩატარდება საკანონმდებლო ორგანოს საზეიმო სხდომა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ სახმელეთო, საარტილერიო, საინჟინრო და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები. სამხედრო შოუს პროგრამაში შეტანილია ასევე მძიმე სამხედრო ტექნიკისა და ავიაციის მონაწილეობა. ამასთან, სამხედრო უწყება არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა დაუჯდება ქვეყნის ბიუჯეტს ასეთი მაშტაბური სამხედრო აღლუმის მოწყობა.
XS
SM
MD
LG