Accessibility links

logo-print

სააკაშვილი მცხეთელებს მეტროს ჰპირდება


თბილისში „სამრეწველო აღლუმის“ დათვალიერების დროს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელი დაპირება გაახმოვანა. 2015 წლისთვის მეტროს ხაზი მცხეთამდე ჩავა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ვარდების რევოლუციის მოედანზე, “სამრეწველო აღლუმის” ფარგლებში გამოფენილი პროდუქციის დათვალიერებისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საბაგიროებზე და აღნიშნა, რომ თბილისში არსებული ყველა საბაგირო, რომელიც არ ფუნქციონირებს, აღდგება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ საკითხზე თბილისის მერი გიგი უგულავა ინვესტორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. პრეზიდენტის განცხადებით, ორ წელიწადში თბილისში თანამედროვე ფრანგული ტრამვაიც გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG