Accessibility links

logo-print

ავღანეთის პარლამენტმა დაამტკიცა აშშ-ავღანეთის უსაფრთხოების პაქტი


ავღანეთის პარლამენტმა დაამტკიცა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ქაბულსა და ვაშინგტონს შორის, რითაც გზა ეხსნება ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ყოფნას მას შემდეგ, რაც 2014 წლის შემდეგ ავღანეთს საერთაშორისო კოალიციური ძალები დატოვებენ. ავღანელ კანონმდებელთა თქმით, დოკუმენტის დამტკიცება შაბათის კენჭისყრაზე მოხდა. ინფორმაციის გავრცელებისათვის უცნობი იყო, თუ ზუსტად რამდენმა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი სტრატეგიული თანამშრომლობის პაქტს, თუმცა ავღანელი კანონმდებლები ამბობენ, რომ მოწინააღმდეგ სულ რამდენიმე პარლამენტარი იყო. ავღანეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ჰამიდ კარზაიმ 2 მაისს ქაბულში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი განსაზღვრავს აშშ-ის გრძელვადიან როლს ავღანეთში, დახმარებისა და მრჩეველთა მივლინების სახით.
XS
SM
MD
LG