Accessibility links

დმიტრი მედვედევი „ედინაია როსიას“ თავმჯდომარედ აირჩიეს


რუსეთის მმართველი პარტიის „ედიანია როსიას“ ლიდერად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი აირჩიეს. მანამდე პარტიის ლიდერის პოსტი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკავა, რომელიც თანამდებობიდან გადადგა საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის წამოყენების შემდეგ. შაბათს გამართულ პარტიულ თავყრილობაზე, მედვედევს მხარი დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მედვედევს კონკურენტი არ ჰყოლია. დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში „ედინაია როსიამ“ შეინარჩუნა უმრავლესობა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა მნიშვნელოვნად დაკარგა მომხრეთა რაოდენობა. რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რაც ხელისუფლების მხრიდან არჩევნების პროცესში მრავალი დარღვევის ბრალდებებს მოჰყვა.
XS
SM
MD
LG