Accessibility links

logo-print

დააპატიმრეს რომის პაპის კამერდინერი


სკანდალთან დაკავშირებით, რაც მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვას უკავშირდება, რომის პაპის ბენედიქტ მე-16 კამერდინერი პაოლო გაბრიელე დააკავეს. ვატიკანის წარმომადგენელმა ფედერიკო ლომბარდიმ შაბათს გაავრცელა ცნობა, რომ გაბრიელ ვატიკანში, საკუთარ სახლში დააკავეს, სადაც ჩხრეკვის დროს საიდუმლო დოკუმენტები იქნა ნაპოვნი. მასალებში, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტების ხელში მოხვდა, საუბარია, კერძოდ, კორუფციასა და ვატიკანში ძალაუფლებისათვის ბრძოლაზე. აპრილის თვეში პაპის განკარგულებით შეიქმნა საგანგებო კომისია, რომლის მიზანიც იყო ინფორმაციის გაჟონვის წყაროს დადგენა. პაოლო გაბრიელე ერთ-ერთია იმ მცირედთა შორის, რომლებსაც ხელი მიუწვდებოდათ რომის პაპის პირად აპარტამენტთან.
XS
SM
MD
LG