Accessibility links

logo-print

სერბიის ახალი პრეზიდენტი კოსოვოსადმი პოზიციას არ ცვლის


სერბიის ახლად არჩეული პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი აცხადებს, რომ ემხრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა აღნიშნავს, რომ სერბია უარს არ იტყვის თავის პოზიციაზე კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხში, მაშინაც კი თუ ეს საჭირო იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ნიკოლიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის გზა ევროკავშირისაკენ „გრძელი და გაუგებარი შედეგის“ მქონე იქნება. რუსეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ტომისლავ ნიკოლიჩი, ზომიერი ნაციონალურ-პროგრესული პარტიის ლიდერი, - არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩავიდა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უახლოეს პერიოდში სერბიას გადაურიცხავს 800 მილიონი ევროს მოცულობის სახელმწიფო კრედიტს. სერბია კატეგორიულად არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელიც 2008 წელს გამოცხადდა. რუსეთი იკავებს იმავე პოზიციას, რასაც ბელგრადი.
XS
SM
MD
LG