Accessibility links

logo-print

დადასტურდა სირიაში 90 კაცის დაღუპვა


გაეროს დამკვირვებლები სირიაში, ადასტურებენ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დაღუპვას. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ნორვეგიელმა გენერალმა რობერტ მუდმა დაადასტურა 90 ადამიანის დაღუპვის ფაქტი, მათ შორის 30 - ბავშვია. ამის თაობაზე ინფორმაცია 26 მაისს სირიელი აქტივისტებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელ „იუტუბის“ საშუალებით. მათი თქმით, სირიის ცენტრალური ჰომსის პროვინციის ქალაქ ჰაულაში 90 კაცი დაიღუპა საარტილერიო დაბომბვის შედეგად. თუმცა, დამკვირვებლები თავს იკავებენ დეტალების დაკონკრეტებისაგან. სირიელი აქტვისიტების მიერ „იუტუბით“ გავრცელებულ ვიდეო-კადრებზე აღბეჭდილია ათობით დახოცილი ბავშვების გვამები. ქალაქ ჰაულას საარტილერიო დაბომბვა სირიის სამთავრობო ჯარებმა პარასკევს წამოიწყეს. ჰაულაში ერთი დღის განმავლობაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტვა ყველაზე მასობრივია იმ დღიდან მოყოლებული, რაც ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები და სამოქალაქო დაპირისპირება პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მომხრე და ოპოზიციის შეიარაღებულ რაზმებს შორის. გაეროს ანგარიში თანახმად, გასული წლის მარტიდან მოყოლებული დაპირისპირების დროს დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაიღუპა. და ძალადობა სირიაში გრძელდება გაეროს შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მიუხედავად.
XS
SM
MD
LG