Accessibility links

logo-print

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება


27 მაისს თავისუფლების მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება. ღონისძიება შეთანხმებულია თბილისის მერიასთან და იგი ორგანიზატორთა ინფორმაციით, 15:00 საათზე დაიწყება. აქციის მსვლელობას რადიო „თავისუფლება“ საინტერნეტო ვიდეოტრანსლაციის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადასცემს. ამისათვის უნდა ესტუმროთ ჩვენ საიტს მისამართზე radiotavisupleba.ge. თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციით, კოალიცია "ქართული ოცნება" ოფიციალურად დაიწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. კოალიციის მხარდამჭერები შეიკრიბებიან ვაკის პარკის, დინამოს სტადიონისა და ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე, რის შემდეგაც მოეწყობა ფეხით მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. ფეხით მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.
XS
SM
MD
LG