Accessibility links

„ევროვიზიის“ კონკურსში გაიმარჯვა შვედეთის წარმომადგენელმა


„ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში გაიმარჯვა შვედეთის წარმომადგენელმა ლორინმა. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამათულ ფინალურ პაექრობაში წარმოშობით მაროკოელმა, 28 წლის ლორინმა დიდი უპირატესობით აჯობა მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს - „ბურანოვსკიე ბაბუშკისა“ (რუსეთი) და ჟელკო იოკსიმოვიჩს (სერბია). საქართველოს წარმომადგენელი ანრი ჯოხაძე კონკურსს ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
XS
SM
MD
LG