Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს 4 ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების თანახმად, კოალიციამ 4 ჯარისკაცი დაკარგა ნაღმზე აფეთქების შედეგად სამხრეთ ავღანეთში. კოალიციის სარდლობის ინფორმაციით ჯარისკაცები თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად შაბათს დაიღუპნენ ჰელმანდის პროვინციაში. ერთ-ერთი დაღუპული ჯარისკაცი ბრიტანეთის ქვედანაყოფის მებრძოლია. დანარჩენი დაღუპულების შესახებ ინფორმაცია უცნობია. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შაბათს ერთობლივი სამხედრო ოპერაციაში ექვსი ექსტრემისტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG