Accessibility links

logo-print

თეირანი უარს არ ამბობს ურანის გამდიდრებაზე


თეირანი ვერ ხედავს მიზეზს, რისთვისაც უარი უნდა თქვას ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრებაზე, - განაცხადა ირანის ატომური ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელმა ფერეიდუნ აბასი დავანიმ. მისი თქმით, ირანი აწარმოებს, „არც მეტი, არც ნაკლები“ მხოლოდ 20 პროცენტამდე გამდიდრებულ ურანს, რაც ქვეყნის ენერგეტიკას სჭირდება. დავანის განცხადება მოჰყვა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანის ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე აღმოჩნდა ურანის კვალი, რომელიც მცირედით აღემატებოდა 20 პროცენტს. ირანის მუდმივმა წარმომადგენლმა სააგენტოში ალი აშგარ სოლტანიემ, ნაპოვნ კვალს უწოდა „ტექნიკური პრობლემების“ შედეგს. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი ცდილობს 90 პროცენტამდე გაამდიდროს ურანი, რათა შექმნას საკუთარი ბირთვული იარაღი. ამიტომ ურანის გამდიდრების შეწყვეტა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კატეგორიული მოთხოვნაა.
XS
SM
MD
LG