Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა მოწოდებით მიმართა პარლამენტს


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა მოუწოდა პარლამენტს, რათა მხარი დაუჭირონ იმ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რამაც მისი თქმით, მთელი ქვეყანა მოიცვა. ირანის ლიდერმა ამასთან მოუწოდა პარლამენტის წევრებს, არ ჩაერიონ იმ საქმეებში, რაც მისი უფლებამოსილების სფეროშია. აღნიშნული მოწოდება კვირას, ირანის ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე გაისმა. მაისის დასაწყისში ჩატარებულ არჩევნებში აჰმადინეჯადის კონსერვატორმა მოწინააღმდეგეებმა მანდატების უმრავლესობა მოიპოვეს. აჰმადინეჯადი და მისი მოწინააღმდგეები მსგავს საგარეო პოლიტიკას უჭერენ მხარ, თუმცა მათი დამოკიდებულება განსხვავდება ეკონომიკურ საკითხებში. აჰმადინეჯადმა დაკარგა უმრავლესობის მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ირანელი სასულიერო პირების აღმატებულ მდგომარეობას დაუპირისპირდა.
XS
SM
MD
LG