Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გეების აღლუმი მრავალი ადამიანის დაკავებით დასრულდა


მოსკოვში მერიის შენობის წინ მოწყობილი გეი-აქტივისტების არასანქცირებული პიკეტი, როგორც სექსუალური უმცირესობის აქტივისტების, ისე მათი მოწინააღმდეგეების დაკავებით დასრულდა. ლგბტ აქტივისტების გამოჩენამდე შენობა ალყაშემორტყმული იყო პოლიციის კორდონებით, იქვე იყვნენ შეკრებილნი მართლმადიდებელი საზოგადოების წარმომადგენლები. აქციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება და მცირე ჩხუბი. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 40-მდე პირი, მათ შორის რუსეთის გეების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლაი ალექსეევი. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების დღევანდელი აქცია მიმართული იყო იმ კანონის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთის რეგიონებში იღებენ მცირეწლოვანებში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG