Accessibility links

logo-print

პაკისტანში 7 მებრძოლი მოკლეს


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ავღანეთთან საზღვარზე ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად მოკლულია 7 მებრძოლი. ამის შესახებ პაკისტანის დაზვერვის ოფიციალური პირები აცხადებენ. მათი თქმით, წუხელ 5 რაკეტა გაუშვეს დასახლება მირ-ალიში მდებარე სახლის და ავტომობილის მიმართულებით. ვარაუდობენ, რომ ამ რაიონშია განთავსებული ბაზა, სადაც ”ალ-ყაიდის” მებრძოლებს წვრთნიან.
XS
SM
MD
LG