Accessibility links

logo-print

კოფი ანანი სირიაში ჩავიდა


გაეროს და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, კოფი ანანი ორშაბათს სირიაში ჩავიდა. ის სამშაბათს ამ ქვეყნის ლიდერებს შეხვდება. ანანმა დამასკში შემდეგი განაცხადა: „მოვუწოდე სირიის მთავრობას, მიიღოს გადამწყვეტი ზომები, რათა აჩვენოს თავისი სერიოზული განზრახვა, რომ სურს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარება და დახმარება ყველა მხარისადმი, რათა შეიქმნას ისეთი ვითარება, რომელშიც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური დიალოგი, რომელიც ნდობას დაიმსახურებს“. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ გააძლიერებენ ზეწოლას სირიის მთავრობაზე, რათა გაიტანოს მძიმე იარაღი დასახლებული არეალებიდან. შეთანხმება მოჰყვა სოფელ ჰულაში 108 მშვიდობიანი მოსახლის, მათ შორის ქალების და ბავშვების დახოცვას. მოლაპარაკების შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ ახლა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, განხორციელდეს გაეროს და არაბული ლიგის ელჩის, კოფი ანანის გეგმა, რომელიც დამასკს ავალებს, დააბრუნოს მძიმე იარაღი სამხედრო ბაზებზე. ლავროვი არ დაეთანხმა ჰეიგის მოწოდებას, რომ სირიის პრეზიდენტი, ალ-ასადი, უნდა გაგადგეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია "ძალადობის შეწყვეტა", ვიდრე, "ვის აქვს ძალაუფლება". ლავროვი მოუწოდებს ყველა მხარეს, შეწყვიტონ ძალადობა და დაიწყონ პოლიტიკური მოლაპარაკება ასადის რეჟიმსა და სირიის ოპოზიციას შორის.
XS
SM
MD
LG