Accessibility links

logo-print

სერბი ექსპერტი: ნიკოლიჩის განცხადება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ოფიციალურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება


სერბი ექსპერტი, საგარეო-პოლიტიკური მიმომხილველი ბოშკო იაკშიჩი თვლის, რომ ახალი პრეზიდენტის, ტომისლავ ნიკოლიჩის განცხადება სერბიის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესაძლებლობის შესახებ „სერბიის სულ მცირე დღევანდელ დღემდე ოფიციალურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება“. რადიო თავისუფლებას ბოშკო იაკშიჩმა უთხრა, საეჭვოა, ასეთი მნიშვნელობის საგარეო პოლიტიკური ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცოსო. სერბიის ახალმა პრეზიდენტმა, ტომისლავ ნიკოლიჩმა 26 მაისს განუცხადა რუსეთის რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“, რომ სერბიამ, შესაძლოა, განიხილოს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების საკითხი. ნიკოლიჩმა დასძინა, რომ კოსოვოსა და აფხაზეთს შორის დიდი განსხვავებაა. „აქ დიდი სტატუსობრივი განსხვავებაა. თუ თქვენ პატივს სცემთ საერთაშორისო სამართალს, მაშინ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი შეიძლება იყვნენ დამოუკიდებელნი, კოსოვო და მეტოხია კი - არა“, - აღნიშნა სერბიის პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG