Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი


უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი, ვლადიმირ გერაშჩენკო ამ თანამდებობიდან გადადგა ბრალდების გამო, რომ შავ ბაზარზე ყიდდა ლონდონის ოლიმპიადის ბილეთებს. როგორც უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, გერაშჩენკომ პირობა დადო, რომ ითანამშრომლებს დამოუკიდებელ საგამოძიებო კომისიასთან, რომელიც იკვლევს ბრალდებებს. გასულ კვირაში გერაშჩენკომ განაცხადა, რომ ის მხოლოდ ეხუმრა კორესპონდენტს, რომელიც მისგან ბილეთების ყიდვას ცდილობდა. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ გასულ კვირაში გაავრცელა ცნობა, რომ, როგორც ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, გერაშჩენკო ცდილობდა 100-მდე ბილეთის გაყიდვას ლონდონის ოლიმპიადისათვის.
XS
SM
MD
LG