Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს აშშ-ის ელჩს


რუსეთში აკრიტიკებენ აშშ-ის ელჩ მაიკლ მაკფოლს განცხადებისთვის, რომელიც მან 25 მაისს გააკეთა მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრისას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაკფოლი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს და არასწორად წარმოაჩენს რუსეთის საგარეო პოლიტიკას. საქმე ეხება მაიკლ მაკფოლის განცხადებას, რომ რუსეთი ფულს სთავაზობდა ყირგიზეთის პრეზიდენტს, თუ ის ბოლოს მოუღებდა ყირგიზეთის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ბაზის მოქმედებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკელ დიპლომატს ბრალად სდებს აგრეთვე რუსეთის პოზიციის არასწორად წარმოჩენას ისეთ საერთაშორისო საკითხებში, როგორიც არის ირანის ბირთვული პროგრამა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ბრალდებების ფონია ფაკფოლის მიმართ კრიტიკა რუსეთის სახელმწიფო მედიაში, სადაც გამოთქვამენ შეფასებას, რომ მაკფოლი მხარს უჭერს ოპოზიციის ლიდერებს.
XS
SM
MD
LG